YouTube შოვინისტურ ვიდეოებს დაბლოკავს

8

YouTube-ის ხელმძღვანელობამ, შოვინისტური ვიდეოების დაბლოკვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, აგრეთვე ისეთი ვიდეო ჩანაწერების, რომლებიც სისასტიკის გამოვლენის დამტკიცებულ შემთხვევებს კითხვის ნიშნის ქვეშ აქცევს. ამის შესახებ ვიდეოჰოსტინგის ოფიციალურ ბლოგზეა აღნიშნული.

კომპანიაში განმარტავენ, რომ შოვინიზმის გაგებაში იგულისხმება ისეთი ვიდეოები, რომლებიც ნაციონალისტურ იდეებს აძლევს ბიძგს.

„ჩვენ აგრეთვე წავშლით კონტენტს, რომლებიც კითხვის ნიშნის ქვეშ სვამს ისეთი მოვლენების რეალურობას, როგორიც მაგალითად არის კარგად დოკუმენტირებული სისასტიკის შემთხვევები – ჰოლოკოსტი, აშშ-ს დაწყებით სკოლა Sandy Hook-ში მომხდარი სროლა და სხვა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

YouTube-ის ხელმძღვანელობა აღნიშნავს, რომ ეს სისტემა სრულყოფილად რამდენიმე თვეში იმუშავებს. მანამდე კი, ვიდეოების წაშლა შერჩევითი გზით მოხდება, ვინაიდან ზოგიერთ კონტენტს მნიშვნელობა აქვს გამოძიებისთვის, ან არასახელისუფლებო ორგანიზაციისთვის.

Comments
Loading...