- Advertisement -

Xiaomi-ს აქციები 4%-ით დაეცა

4

ჩინეთის ფინანსთა სამინისტრომ ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც მოხსენიებულია ნაციონალური კომპანიები, რომლებიც მთელ რიგ ფინანსურ დარღვევებშია ჩართული. აღნიშნულ სიაში აგრეთვე მოხვდა კომპანია Xiaomi, რომელიც ჭკვიან ტელეფონებს, ნოუთბუქებს და საყოფაცხოვრებო ტექნიკას აწარმოებს.

ანგარიშში საუბარია იმის შესახებ, რომ კომპანიამ Xiaomi დაარღვია კორპორატიული საჩუქრების ანგარიშგება და თანამშრომლებისთვის ანაზღაურების მიცემის წესი. ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კომპანიამ უკვე გამოასწორა ყველა შეცდომა.

ამ ყველაფრის ფონზე კი, ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, კომპანიის აქციები 4%-ით დაეცა. Xiaomi-ში ოფიციალური კომენტარის გაკეთებაზე უარს აცხადებენ.

ჩინეთის ფინანსთან სამინისტროს ანგარიშში აგრეთვე საუბარია ისეთი რეტეილერის შესახებ როგორიც არის Suning და ონლაინ თამაშების შემმუშავებელი კომპანია Wuhu Shunrong Sanqi.

Comments
Loading...