Xiaomi-ის აქციების ფასი 5.5% დაეცა

47

15 აგვისტოს, ჩინური კომპანია Xiaomi-ის აქციები ჰონკონგის სავაჭრო ბირჟის ფონზე  IPO-ს საზღვრის ქვემოთ დაეცა. 

Xiaomi-ის ფასიანი ქაღალდების ღირებულებამ 5,5%-ით იკლო – 16,22-მდე ჰონკონგის დოლარამდე (2.2$). ხოლო თავდაპირველად აქციების ფასი 17 ჰონკოგის დოლარს აღწევდა. 

აღნიშნული კომპანიის აქციების დაცემის გარდა, ასევე დაეცა China Tower-ის აქციებიც – 1.25 ჰონკოგის დოლარამდე(0.16$).

ექსპერტების აზრით, აქციების ფასების დაცემა აშშ-თან ეკონომიკური დაძაბულობით აიხსნება. ასევე, ინვესტორები შიშობენ, რომ აშშ ნაწილობრივ აკრძალავს Xiaomi-ის მუშაობას შტატების ტეიტორიაზე, როგორც ეს გააკეთა ამერიკამ Huawei და ZTE-თან მიმართებაში.

Comments
Loading...