WTI-ის მარკის ნავთობის ფასმა ბოლო ოთხი თვის მაქსიმალურ მაჩვენებელს მიაღწია

6

WTI-ის მარკის ნავთობის ფასმა, ნოემბრიდან მოყოლებული მაქსიმალურ მაჩვენებელს მიაღწია და ბარელზე 60 აშშ დოლარი შეადგინა.

WTI-ის მარკის ნავთობის მაისის ფიუჩერსების ფასი 1,1%-ით გაიზარდა და 60 აშშ დოლარი შეადგინა, ამის შესახებ Bloomberg-იც წერს. ნავთობის ფასი აშშ-ის ნავთობის რეზერვის შემცირების ფონზე იზრდება.

მარტის შუა რიცხვებში, Brent-ის მარკის ნავთობი 68 აშშ დოლარამდე გაიზარდა ნოემბრიდან მოყოლებული პირველად. ნოემბერში, ნავთობის ფასებმა დაცემა დაიწყეს აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადების გამო, რომელიც საუდის არაბეთის ჟურნალისტის ჯამალ ხაშოგის მკვლელობასთან დაკავშირებით ერ-რიადთან სამომავლო ურთიერთობების შესახებ საუბრობდა.

Comments
Loading...