WSJ: აშშ ”ჩრდილოეთ ნაკადი 2″-ის მშენებლობაში ჩართული კომპანიებისა და ინვესტორების წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს

8

აშშ-ის ხელისუფლება იმ ინვესტორებისა და კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც გაზსადენ “ჩრდილოეთ ნაკადი -2”-ის პროექტში არიან ჩართულნი, სანქციების დაწესებისთვის ემზადება. ინფორმაციას გამოცემა The Wall Street Journal-ი აშშ-ს ადმინისტრაციის რამდენიმე წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათი თქმით, შეზღუდვები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების უკვე არსებულ პაკეტში შესატან ცვლილებებშია.

გერმანელმა ოფიციალურმა პირმა გამოცემა WSJ- თან მილსადენის მშენებლობის პროცესზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ვაშინგტონი მსგავს ზომებს მიმართავს, ეს არა მხოლოდ გერმანიასთან, არამედ ევროპასთან კონფრონტაციას გამოიწვევს.

“ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს მილსადენი დასრულდეს”, – აღნიშნა მან.

აგვისტოში, გამოცემა The Wall Street Journal-ი, აშშ-ს ამჟამინდელ და ყოფილ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ შეერთებულმა შტატებმა სანქციების შესახებ კანონპროექტი შეიმუშავა, რასაც შესაძლოა გაზსადენ Nord Stream-2-ის მშენებლობისთვის ხელი შეეშალა. კანონპროექტი მშენებლობის პროცესში ჩართული კომპანიების წინააღმდეგ შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს.

Comments
Loading...