WhatsApp-ი 2019 წლიდან, მთელი რიგი ოპერაციული სისტემების მქონე სმარტფონებზე მუშაობას შეწყვეტს

16

2019 წლის 1 იანვრიდან მესინჯერმა WhatsApp შეწყვიტა დაძველებულ ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე Nokia S40-ის მხარდაჭერა. ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია მესინჯერის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვრცელდება.

პროგრამამ ფუნქციონირება მობილურ მოწყობილობაზე, რომელსაც აღნიშნული ოპერაციული სისტემა აქვს, შესაძლოა ნებისმიერ დროს შეწყვიტოს. 2020 წლის თებერვალში WhatsApp აგრეთვე შეწყვეტს მესინჯერის მხარდაჭერას Android-ის 2.3.7 ვერსიაზე და აგრეთვე iOS 7 პლატფორმაზე.

2018 წლის იანვარში WhatsApp-მა შეწყვიტა Windows Phone 8.0, BlackBerry OS და BlackBerry 10 ოპერაციული სისტემის მქონე მოწყობილობების მხარდაჭერა. 2017 წლის ზაფხულში კი, მესინჯერმა შეაჩერა იმ სმარტფონების მხარდაჭერა, რომლებიც Nokia Symbian S60-ის ოპერაციულ სისტემაზე მუშაობენ.

Comments
Loading...