Walt Disney Company-მ, ჰოლდინგ 21st Century Fox-ის აქტივების შესყიდვის შესახებ შეთანხმება დაასრულა

5

Walt Disney Company-მ, ჰოლდინგ 21st Century Fox-ის აქტივების ნაწილის შესყიდვის შესახებ შეთანხმება დაასრულა. შეთანხმების ღირებულება 71 მილიარდი აშშ დოლარი იყო. შესაბამისი ინფორმაცია Disney-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვრცელდება. კომპანიაში აცხადებენ, რომ შეთანხმება ძალაში 20 მარტის საღამოს შევიდა.

Disney, რომელსაც უკვე ეკუთვნის უფლებები ფრანგულ “ვარსკვლავურ ომებზე”, აგრეთვე მიიღებს უფლებებს მულტფილმზე “სიმპსონები” და ფილმზე “ავატარი”. აღნიშნული შეთანხმება აგრეთვე გააერთიანებს ფრენშიზს Marvel, “იქს ადამიანებს” და “შურისმაძიებლებს”, ვინაიდან აქამდე ამ სამყაროების ზოგიერთ პერსონაჟებზე უფლებებს აქამდე Fox ფლობდა, მაშინ, როდესაც Marvel-ი 2009 წელს კომპანიამ Disney შეისყიდა.

აგრეთვე Disney-ს მფლობელობაში გადავა კინო-ტელესტუდია Twentieth Century Fox.

Disney აგრეთვე მიიღებს საკონტროლო პაკეტს სტიმინგ სერვისზე Hulu. ამ ეტაპზე მისი აქციების ნაწილს Comcast ფლობს, Disney-სა და Fox-ს 30-30% აქვთ, 10% კი AT&T-ს Time Warner-ის მეშვეობით ეკუთვნის. Fox-ის წილის მიღების შემდეგ კი, Disney-ს მისი აქციების 60-იანი წილი ექნება.

Fox რეორგანიზაციის შემდეგ გახდება Fox Corporation, რომელის მაგნატ რუპერტ მერდოკს და მის შვილებს ეკუთვნის, კორპორაციის შემადგენლობაში ასევე შევა ტელემაუწყებლობა Fox Sports, Fox News და რეგიონალური ტელესადგურები.

Bloomberg-ი აღნიშნავს, რომ შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ, მერდოკის შვილები მილიარდერები გახდებიან.

2017 წლის დეკემბერში, კომპანიამ Disney განაცხადა, რომ მზად არის 21st Century Fox-ის აქციები 52,5 მილიარდ აშშ დოლარად შეისყიდოს. ნახევარი წლის გასვლის შემდეგ კი, ამერიკულმა სატელეკომუნიკაციო კონგლომერატმა Comcast განაცხადა, რომ მზად არის ამავე აქციებში 65 მილიარდი აშშ დოლარი გადაიხადოს. მოგვიანებით, ამის გამო, კომპანიამ Disney თავისი ფასი გაზარდა.

Comments
Loading...