Walt Disney-ის გენერალური დირექტორი თანამდებობას 2021 წელს დატოვებს

10

Walt Disney-ის გენერალურმა დირექტორმა რობერტ აიგერმა განაცხადა, რომ 2021 წელს თანამდებობის დატოვებას აპირებს. ამის შესახებ მან ინვესტორებისთვის გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა.

“2005 წლის ოქტომბრიდან კომპანიის გენერალური დირექტორი ვარ, და როგორც აქამდე არაერთხელ აღვნიშნე, ყველაფერს თავისი დრო აქვს და 2021 წელი ეს ის დროა, როდესაც წავალ საბოლოოდ”, – განაცხადა აიგერმა, რომელიც 68 წლის არის.

იგი Walt Disney-ის ტოპ-მენეჯმენტს 1996 წელს შეუერთდა. მაშინ იგი ABC-ის ჯგუფის თავმჯდომარე იყო, ABC კი სწორედ კომპანიის საკუთრებას წარმოადგენდა. 1999 წელს იგი Walt Disney International-ის პრეზიდენტი გახდა. 2011 წელს კი აიგერი კომპანია Apple-ის დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა.

მარტში Walt Disney-მა დაასრულა ჰოლდინგ 21st Century Fox-ის ნაწილის შესყიდვის შესახებ გარიგება. შეთანხმების მოცულობამ 71 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

Comments
Loading...