Wall Street Journal: განხორციელებული შეტევის გამო, Saudi Aramco-მ 300 მილიარდი აშშ დოლარი დაკარგა

10

Saudi Aramco-ს ობიექტებზე დრონების მიერ განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა IPO კომპანიები. ამის შესახებ Wall Street Journal-ი წერს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, იმ შემთხვევაში, თუკი ახალი თავდასხმების საშიშროება იქნება, Saudi Aramco-ს შეფასება შესაძლოა 300 მილიარდი აშშ დოლარით დაეცეს.

WSJ აღნიშნავს, რომ Saudi Aramco-ს ღირებულება, აღნიშნულ თავდასხმამდეც საუდის არაბელი მაღალჩინოსნების განხილვის საგანი იყო.

ან ეტაპზე კი სიტუაცია ისეა, რომ Saudi Aramco-ს დანაკარგის კომპენსირება იმ შემთხვევაშიც ვერ მოხდება, თუკი ნავთობის ფასები მსოფლიოში მკვეთრად აიწევს. ამასთან, ერ-რიადში აღნიშნავენ, რომ არ არსებობს იმის გარანტია, რომ თავდასხმის განმეორების შემთხვევაში სამხედროებმა მისი მოგერიებ შეძლონ.

14 სექტემბერს მომხდარი თავდასხმის შემდეგ, Saudi Aramco იძულებული გახდა, ნავთობის მოპოვების მოცულობა დღიურად 5,7 მილიონი ბარელით შეემცირებინა, რაც საუდის არაბეთის მიერ დღიურად მოპოვებული ნავთობის ნახევარს შეადგენს.

Comments
Loading...