Volvo-მ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, უკან 167 ათასი ავტომობილი გაიხმო

6

ავტომობილების მწარმოებელმა შვედურმა კომპანიამ Volvo Cars, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, უკან 167 ათასი მაქნანა გაიხმო. მიზეზი კი საბარგულის კარის ელექტროგაყვანილობის გაუმართაობა გახდა. ამის შესახებ შესაბამისს განცხადებას კომპანია ავრცელებს.

მექანიზმმა, რომელსაც მოქმედებაში მოჰყავს კარი და მისი მოძრაობა, შესაძლოა ცივ ამინდში არ იმუშაოს. მწარმოებლები მიიჩნევენ, რომ ამან შესაძლოა ტრავმები გამოიწვიოს.

უკან გახმობა შეეხება 2018-2019 წლის XC60 მოდელებს. აღნიშნული ავტომობილების გამართვის ხარჯებს მთლიანად კომპანია დაფარავს.

აქამდე 22 იანვარს, Volvo-მ, საწვავის მილთან დაკავშირებული გაუმართაობის გამო უკან 200 ათასზე მეტი ავტომობილი გაიხმო.

Comments
Loading...