Volvo-მ ახალი ავტომობილი წარადგინა, რომელსაც არც საჭე ექნება და არც პედლები

31

კომპანიამ Volvo, შვეიცარიის შტაბბინაში, სპეციალურად გამართულ ღონისძიებაზე ახალი კონცეპტ-ავტომობილი 360с წარადგინა. ავტომობილი უპილოტო მართვის სისტემით იქნება უზრუნველყოფილი, ამიტომ არ ექნება მართვის ჩვეულებრივი მაკონტროლებელი, როგორიც არის საჭე და პედალი.

აღნიშნული გადაწყვეტილებით, შვედური მარკის დიზაინერებსა და კონსტრუქტორებს საშუალება მიეცათ, სრულიად უარი ეთქვათ სალონის ტრადიციულ კომპონენტებზე, რომლის დროსაც მგზავრები, რამდენიმე რიგი, ერთმანეთის გვერდი-გვერდ სხედან.

შემქმნელების ჩანაფიქრის მიხედვით, მომავლის უპილოტო ავტომობილში, მგზავრები რასაც უნდათ, იმას გააკეთებენ: შიდა სალონის მოწყობა ისე იქნება შესაძლებელი, როგორც მგზავრს მოესურვება. ამ ეტაპზე განიხილება ოთხი სახის შიდა აღჭურვილობა. 360c-ის სალონის გამოყენება შესაძლებელი იქნება საძინებლის, მობილური ოფისის, საცხოვრებელი ოთახის, ან გასართობი ადგილის სახით.

იმ შემთხვევაში, თუკი მსგავსი ავტომობილების წარმოება დაიწყება, ისინი იგივე გზით ივლიან, რა გზითაც ჩვეულებრივი მანქანები დადიან. ამიტომ, კომპანიაში სხვა ავტომობილის მძღოლის გაფრთხილებისთვის ახალი სისტემა შეიმუშავეს, რომლის მეშვეობითაც ნათელი გახდება, თუ რა მოძრაობის გაკეთებას დააპირებს უპილოტო მანქანა. 360c გამოიყენებს ხმოვან ეფექტებსა და ცალკეული ელემენტების მრავალფუნქციურ ფერადი განათებას.

სხვა ავტომობილში მყოფი მძღოლებისთვის, ნებისმიერ მომენტში ნათელი იქნება, თუ რა მოქმედების შესრულებას დააპირებს უპილოტო ავტომობილი.

Comments
Loading...