Volvo, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, უკან 500 000 ავტომობილს გაიხმობს

8

ავტომობილების მწარმოებელი შვედური კომპანია Volvo, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ძრავის ნაწილში ცეცხლის გაჩენის საფრთხის გამო, უკან 500 ათას ავტომობილს გაიხმობს.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ძრავის ნაწილში ერთ-ერთი კომპონენტი, მაღალი ტემპერატურის გამო შესაძლოა დადნეს. კონცერნში აგრეთვე აღნიშნავენ, რომ ამ შემთხვევებიდან ადამიანი არ დაშავებულა.

კომპანია უკან გაიხმობს მოდელებს, რომლებიც აღჭურვილია ოთხცილინდრიანი დიზელის ძრავით, რომლებიც 2014-2019 წლების შუალედში გამოვიდა, მათ შორის V40, V60, V70, S80, XC60 და XC90-ს.

ნიდერლანდებში უკან გაიხმობენ 37 ათასს, გერმანიაში – 54 ათასს, ხოლო შვედეთში – 86 ათასს.

იანვარში Volvo-მ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით 200 ათასზე მეტი ავტომობილი გაიხმო უკან, რის მიზეზიც საწვავ მილებში აღმოჩენილი ბზარები გახდა.

Comments
Loading...