Vine-ის თანადამაარსებელი საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვნეს

9

HQ Trivia-ს გენერალური დირექტორი, Vine-ის თანადამაარსებელი კოლინ კროლი, მანჰეტენზე, საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვნეს. ამის შესახებ The New York Times-ი, ნიუ-იორკის პოლიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მისი გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალების დიდი დოზით მიღება გახდა.

კროლის ცხედარი მას მერე აღმოაჩინეს, რაც მისმა მეგობარმა პოლიციაში დარეკა, ვინაიდან იგი გარდაცვლილთან დაკავშირებას ვერ ახერხებდა.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ცხედრის გვერდით მარიხუანა და ჰეროინი იპოვნეს. კროლი HQ Trivia-ის გენერალურ დირექტორად სექტემბერში დაინიშნა, მას მერე, რაც იგი Twitter-დან წამოვიდა.

Comments
Loading...