Universal Music Publishing Group-მა საქართველოში პირდაპირი წამომადგენლობა რუსეთის გვერდის ავლით გახსნა

4

Universal-ის პირდაპირი წარმომადგენელი ქართული კომპანია GMI Rights Managment-ი (GMI) გახდა, რომელმაც ამის შესახებ პირდაპირი წარმომადგენლობის ხელშეკრულება გააფორმა. ამავდროულად ხელი მოეწერა Universal-ის საავტორო უფლებათა ასოციაციაში (GCA) გაწევრიანების ხელშეკრულებასაც.

Universal Music Publishing Group-ი წარმოადგენს მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს მუსიკალურ გამომცემლობას, 47 რეგიონული ოფისით 45 ქვეყანაში და მართავს ისეთი არტისტების საავტორო უფლებებს, როგორებიც არიან: Coldplay, U2, ABBA, Adele, Bee Gees, Justin Bieber, Miley Cyrus, Eminem, Selena Gomez, Jimi Hendrix, Elton John, Linkin Park, Maroon 5, Britney Spears, Justin Timberlake და ბევრი სხვა.

პირდაპირი წარმომადგენლობის გახსნა წარმოადგენს პირველ პრეცედენტს საქართველოში და განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს რუსეთთან არსებული ურთიერთობების ფონზე როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით.

დღემდე საქართველო დიდი მუსიკალური გამომცემლობების მიერ იფარებოდა მხოლოდ რუსეთის რეგიონული ოფისების მეშვეობით, რაც დიდ უხერხულობას ქმნიდა მოსარგელეებისთვის, რადგან, გარდა იმისა, რომ მათ ჰონორარის გადახდა რუსული კომპანიების სასარგებლოდ უწევდათ, რუსეთის შუამავლობა პროდუქტის მაღალ ფასსაც განაპირობებდა.

Universal-ის შემთხვევა პირველი დიდი ნაბიჯია რუსეთის გავლენისგან გათავისუფლების გზაზე და
ადასტურებს, რომ საქართველო ამ მხრივ საინტერესო ქვეყანა გახდა, რაც მაგალითის მიმცემი იქნება სხვა დიდი მსოფლიო მოთამაშეებისთვისაც.

Comments
Loading...