Uber-ის საჰაერო ტაქსის სერვისი ამერიკასა და ავსტრალიაში ამოქმედდება

6

ამერიკული კომპანია Uber, სერვისს – Uber Air-ს (საჰაერო ტაქსი) ავსტრალიის ქალაქ მელბურნშიც აამუშავებს. ამის შესახებ ტელეკომპანია ABC იუწყება.

The Guardian-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით კი, საჰაერო ტაქსი კიდევ ორ ამერიკულ ქალაქში – დალასსა და ლოს-ანჯელესში იმუშავებს.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მელბურნმა აჯობა ბრაზილიას, საფრანგეთს, ინდოეთსა და იაპონიას, რომლებიც აგრეთვე განიხილებოდნენ ახალი სერვისის ასამოქმედებლად. კომპანიაში აცხადებენ, რომ გამოსაცდელი ფრენები 2020 წელს დაიწყება, სრულფასოვანი კომერციული ამოქმედება კი 2023 წლისთვის იგეგმება.

ამგვარად, მგზავრები ერთი სახურავიდან-მეორეზე ასაფრენ-დასაფრენი მოედნების ქსელის მეშვეობით გადაადგილდებიან. ამ ქსელს კი Skyports ჰქვია. სერვისი Uber-ის მეშვეობით იმუშავებს. საჰაერო ტაქსი ვერტიკალურ აფრენასა და დაფრენას განახორციელებს.

Uber-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ Uber Air-ის მეშვეობით შემსუბუქდება საცობები, რომელიც ავსტრალიის ბიუჯეტს წელიწადში 16,5 მილიარდი აშშ დოლარი უჯდება.

Comments
Loading...