Uber-ის დამაარსებელმა ტრევის კალანიკმა, კომპანიის თავისი წილის ნაწილი 547 მილიონ აშშ დოლარად გაყიდა

6

კომპანია Uber-ის დამაარსებელმა და ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ტრევის კალანიკმა, კომპანიის თავისი წილის მეხუთე ნაწილი 547 მილიონ აშშ დოლარად გაყიდა. ამის შესახებ აღნიშნულია დოკუმენტში, რომელსაც აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბირჟების კომისია ავრცელებს.

მთლიანობაში კალანიკმა Uber-ის 20 მილიონი აქცია ოთხ ტრანშად გაყიდა. მათმა ღირებულებამ ერთ აქციაზე 26,65 აშშ დოლარიდან 27,4 აშშ დოლარამდე შეადგინა. ამის შემდეგ კალანიკს კვლავ დარჩა 75 მილიონზე მეტი აქცია. ეს კი კომპანიის 4,5%-ს შეადგენს, რაც მას Uber-ის ერთ-ერთ უმსხვილეს აქციონერად ხდის.

კალანიკმა Uber-ის აქციების გაყიდვა 6 ნოემბრიდან დაიწყო, მას მერე, რაც კომპანიის IPO-დან 6 თვე გავიდა. აღნიშნულ დღეს აქციების ღირებულება აქციაზე მინიმალურ მაჩვენებლამდე – 25,58 აშშ დოლარამდე დაეცა.

Uber – ეს საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც ტაქსის გამოძახების სერვისს წარმოადგენს. იგი 2009 წელს დაარსდა, ხოლო 2019 წელს მისი IPO განხორციელდა, რომლის შედეგადაც 8 მილიარდ აშშ დოლარზე მეტის მიზიდვა შეძლო. კალანიკმა კომპანიის გენერალური დირექტორის თანამდებობა 2017 წელს, სკანდალებისა და რამდენიმე ტოპ-მენეჯერის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ დატოვა. ამერიკული Forbes-ი კალანიკის ქონებას 3,2 მილიარდ აშშ დოლარად აფასებს.

Comments
Loading...