Uber-ის დამაარსებელმა, კომპანიის აქციები 160 მილიონ აშშ დოლარად გაყიდა

7

Uber-ის დამაარსებელმა და ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ტრევის კალანიკმა სერვისის აქციები, კომპანია Ride-hailing-ს 160 მილიონ აშშ დოლარად მიყიდა. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

მთლიანობაში კალანიკმა Uber-ის 6,1 მილიონზე მეტი აქცია ხუთ ტრანშად გაყიდა, რომლის საერთო ღირებულებამაც 711 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. წილი, რომელიც მას კომპანია Uber-ში დარჩა, 4,2%-ია, რომელიც 1,9 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული.

კალანიკმა Uber-ის აქციების გაყიდვა 6 ნოემბერს დაიწყო, კომპანიის IPO-ს დაწყებიდან 6 თვის გასვლის შემდეგ. ამ დღეს კომპანიის აქციების ღირებულება მინიმალურ მაჩვენებლამდე დაეცა და თითოზე 25,58 აშშ დოლარი შეადგინა.

7 ნოემბერს The Wall Street Journal-ი წერდა, რომ საუდის არაბეთის სუვერენულმა ფონდმა, კალანიკის ახალ სტარტაპში – CloudKitchens 400 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია ჩადო. კომპანია იაფფასიანი უძრავი ქონების შესყიდვით არის დაკავებული, სადაც იწყობა ე.წ. dark ან ghost kitchens და შემდეგ ამ სივრცეს კომპანია აქირავებს რესტორნებზე, რომლებიც საჭმლის მიტანის სერვისით არიან დაკავებული. პროექტს აგრეთვე აქვს რამდენიმე რესტორანი, რომელიც ასეთივე მოდელით მუშაობს. შეთანხმების დახურვის შემდეგ, CloudKitchens-ი 5 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული.

Uber – ეს საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც ტაქსის გამოძახების სერვისს წარმოადგენს. იგი 2009 წელს დაარსდა, ხოლო 2019 წელს მისი IPO განხორციელდა, რომლის შედეგადაც 8 მილიარდ აშშ დოლარზე მეტის მიზიდვა შეძლო. კალანიკმა კომპანიის გენერალური დირექტორის თანამდებობა 2017 წელს, სკანდალებისა და რამდენიმე ტოპ-მენეჯერის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ დატოვა. ამერიკული Forbes-ი კალანიკის ქონებას 3,2 მილიარდ აშშ დოლარად აფასებს.

Comments
Loading...