Twitter-მა რუსული დაზვერვის 12 თანამშრომლის წინააღმდეგ ბრალდებაში ხსენებული ანგარიშები დაბლოკა

97

Twitter-მა ორ ანგარიშს – @DCLeaks და @Guccifer_2 ფუნქციონირება შეუჩერა. ორივე ანგარიში მოხსენიებული იყო რუსული დაზვერვის 12 თანამშრომლის წინააღმდეგ ბრალდებაში.

"ანგარიშები დაიბლოკა იმ ექაუნთებთან კავშირების გამო, რომლებიც ჩვენი ქვეყნის კანონების დარღვევაში იყო მოხსენიებული", – აცხადებს სოციალური ქსელის პრესმდივანი.

ბრალდების ტექსტის თანახმად, რუსმა მზვერავებმა, რომლებმაც უკანონოდ მოიპოვეს ინფორმაცია კლინტონისა და დემოკრატების საარჩევნო კამპანიის შესახებ, ეს ინფორმაცია ინტერნეტში გამოგონილი სახელების მეშვეობით გაავრცელეს (DCLeaks და Guccifer 2.0.)

Comments
Loading...