Twitter-მა პუტინის პაროდიული ანგარიში დაბლოკა

5

მიკრობლოგ Twitter-ის სოციალურმა ქსელმა დაბლოკა @putinRF_eng, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის პაროდიას წარმოადგენდა.

“ჩვენ @putinRF_eng-ის მოქმედება შევაჩერეთ, ვინაიდან იგი იმ რეალური მონაცემების პაროდიას ახდენდა, რომელსაც რუსი მაღალჩინოსანი პირებისგან იღებდა”, – ნათქვამია მიკრობლოგის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

Twitter-ის პრესმდივანი იან პლანკეტი კი აღნიშნულ ინფორმაციას Reuters-თან ადასტურებს. მისი თქმით, დაბლოკილ ანგარიშს რეალურად არანაირი კავშირი აქვს რუსეთის პრეზიდენტთან.

თავად ვლადიმირ პუტინს კი არაერთხელ უთქვამს, რომ მას სოციალურ ქსელებში ანგარიშები არ აქვს.

“სოციალური ქსელები – ეს, რა თქმა უნდა, კომუნიკაციის უმნიშვნელოვანესი და თანამედროვე მეთოდებია, მაგრამ მათ არ ვიყენებ, რადგან დრო უბრალოდ არ არის”, – აღნიშნავს ვლადიმირ პუტინი.

Comments
Loading...