Twitter-ის კოტირება 10%-ით დაეცა

3

მიკრობლოგ Twitter-ის კოტირება, 2018 წლის მეოთხე კვარტლისა და 2019 წლის პირველი კვარტლის ანგარიშების გამოქვეყნების შემდეგ, 10%-ით დაეცა.

მეოთხე კვარტალში Twitter-ის მოგებამ 255 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო 2017 წლის მეოთხე კვარტალში 91 მილიონი აშშ დოლარი. წლიურმა მოგებამ კი 1,2 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.

აქტიური მომხმარებლების საშუალო რაოდენობა თვის განმავლობაში 9 მილიონით შემცირდა და 321 მილიონი შეადგინა. ამასთან, კომპანია დაახლოებით 20%-იან ზრდას ელოდება, რის გამოც, პირველი კვარტლის მოგების შესახებ პროგნოზი ბაზრის მოლოდინებზე დაბალი აღმოჩნდა.

Comments
Loading...