- Advertisement -

Turkish Airlines-მა და Türk Telekom-მმა აშშ-ის პროდუქციის რეკლამაზე უარს აცხადებენ

41

თურქული კომპანიები, აშშ-ისა და თურქეთს შორის გაუარესებული ურთიერთობის ფონზე, ამერიკული პროდუქციის რეკლამაზე უარს აცხადებენ. ამას გარდა, თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამერიკულ ტექნიკას ბოიკოტს უცხადებს. 

Turkish Airlines-მა განაცხადა, რომ უარს ამბობს ამერიკული პროდუქციისა და მომსახურების რეკლამაზე. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანიის პრესმდივანი Twitter-ზე ავრცელებს. 

ამერიკული პროდუქციის რეკლამაზე ასევე უარი განაცხადა თურქულმა ტელეკომუნიკაციურმა კომპანიამ  Türk Telecom. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია ასევე Twitter-ზე ავრცელებს. 

"Türk Telekom ასევე შეუერთდა სახელმწიფოს კამპანიას სახელად #ABDyeReklamVerme. ჩვენს სააგენტოებს შესაბამისი ინსტრუქციები გადაეცათ"-წერს კომპანიის ტოპ-მენეჯერი.
 

Comments
Loading...