Toyota მთელი მსოფლიოს მასშტაბით მილიონზე მეტ ავტომობილს უკან გაიხმობს

26

ავტოკონცერნი Toyota, მთელი მსოფლიოს მასშტაბით უკან გაიხმობს Prius-ისა და C-HR-ის მილონზე მეტ მოდელს. ამის მიზეზად კი ელექტრონული სისტემის გაუმართაობა სახელდება, რამაც შესაძლოა ავტომობილისთვის ხანძრის გაჩენა გამოიწვიოს.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნული ეხება Prius-ის 2016-2018 წლებში გამოსულ ზოგიერთ მოდელს, Prius Prime ჰიბრიდებს და C-HR-ის გაზ-ელექტრო ვერსიებს. მხოლოდ აშშ-დან კომპანია 192 ათას ავტომობილს გაიხმობს.

WSJ აღნიშნავს, რომ ეს ყველაფერი დაკავშირებულია ავტომობილის აწყობის პროცესთან. კომპანიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სექტემბერში იაპონიაში უკვე გაუჩნდა ერთ-ერთ ავტომობილს ცეცხლი, რისი მიზეზიც გაყვანილობის გაუმართაობა გახდა, თუმცა მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

Comments
Loading...