TikTok-ის მფლობელმა ჩინურმა კომპანიამ საკუთარი სმარტფონის შექმნა გადაწყვიტა

4

ჩინურმა კომპანიამ ByteDance, რომელიც მოკლე ვიდეოების გაცვლის სერვისის TikTok-ის მფლობელია, საკუთარი ჭკვიანი ტელეფონის შექმნა გადაწყვიტა. ამის შესახებ Financial Times წერს.

გამოცემა ამ ნაბიჯს ჩინური ტექნოლოგიური კომპანიების შეშფოთებას მიაწერს, რაც აშშ-ში ჩინური კომპანია Huawei-ს ტექნოლოგიების ექსპორტის აკრძალვას უკავშირდება. ჭკვიანი ტელეფონის შექმნის იდეა ByteDance-ს დამაარსებელს ეკუთვნის. აქამდე კომპანიამ, გაჯეტების მწარმოებელი ჩინური კომპანია Smartisan-სგან რამდენიმე პატენტი შეისყიდა.

კომპანია ByteDance 75 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული, რის შედეგადაც იგი მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი სტარტაპია. მიმდინარე წლის მარტში, ByteDance-ის მთავარი სერვისიდან – TikTok, ვიდეოების გადმოტვირთვის რაოდენობამ მილიარდს გადააჭარბა.

Bloomberg-ი აქამდე წერდა, რომ ByteDance მუსიკალური სერვისის შექმნაზე მუშაობს, რომელიც კონკურენციას გაუწევს Spotify-ს და Apple Music-ს. სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ახალი სერვისი შემოდგომაზე გაეშვება. თავდაპირველად სერვისი შედარებით ღარიბ ქვეყნებში გაეშვება, სადაც ფასიან მუსიკალურ სერვისებს ჯერ დიდი აუდიტორია არ ჰყავს. კომპანიამ უკვე მოიპოვა ორი მსხვილი ლეიბლი ინდოეთში – T-Series და Times Music. სერვის აქვს როგორც ფასიანი, ასევე უფასო მომსახურებები.

Comments
Loading...