THIRTY SECONDS TO MARS კონცერტზე დასწრების მსურველთათვის დამატებითი მატარებელი ინიშნება

15

THIRTY SECONDS TO MARS კონცერტზე დასწრების მსურველთათვის, 13 აგვისტოს  თბილისიდან ბათუმის მიმართულებით   დამატებითი მატარებელი  ინიშნება, რომელიც რეისებს ორივე მიმართულებით შეასრულებს და  „Black Sea Arena“-ს  ბაქანზე   გაჩერდება.

 მატარებელი   შემდეგი განრიგით იმოძრავებს:

13/ 08/2019    თბილისი-Black Sea Arena– ბათუმი- Black Sea Arena–  თბილისი   #884/883
გასვლა- თბილისიჩასვლა-Black Sea Arenaჩასვლა-ბათუმიგამოსვლა-ბათუმიგამოსვლა-Black Sea Arenaჩამოსვლა- თბილისი
12:4017:2518:2323:500:385:15

 

ამასთანავე, თბილისიდან და ბათუმიდან 13 აგვისტოს მატ. № 802/807, 805/806, 852/851, 808/801, 804 თბილისი-ბათუმს და 14 აგვისტოს მატ. №811 ბათუმი-თბილისს გაჩერებები   „Black Sea Arena“-ს  ბაქანზეც ექნებათ.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია Georgian Railway Tickets-ის მობილური აპლიკაციით. მობილურ აპლიკაციას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აირჩიოთ სასურველი ადგილები მატარებელში. 

ბილეთები იყიდება  ასევე  ვებ გვერდებზე  (Railway.ge;tkt.ge;Biletebi.ge;matarebeli.ge); სწრაფი გადახდის აპარატებსა  და საბილეთო სალაროებში.

Comments
Loading...