The Walt Disney-მ, კინოსტუდია 20th Century Fox-ის რებრენდინგი გადაწყვიტა

9

ამერიკულმა კომპანიამ The Walt Disney კინოსტუდია 20th Century Fox-ის რებრენდინგი გადაწყვიტა და მისი დასახელებიდან სიტყვა Fox-ს მოაშორებს. ამის შესახებ The New York Times-ი წერს.

შესაბამისად, დასახელების შეცვლის შემდეგ, შეიცვლება კინოსტუდიის ლოგოტიპიც, რომელიც 85 წელია, რაც არის. გარდა ამისა, სიტყვა Fox აგრეთვე გაქრება შვილობილი კომპანია – Fox Searchlight Pictures-დანაც.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, Disney-მ უკვე დაიწყო გადარქმევის პროცესი, კერძოდ Searchlight Pictures-ის თანამშრომლებს შეეცვალათ ელექტრონული ფოსტის მისამართი, აგრეთვე შეიცვალა კომპანიის ინტერნეტ-მისამართი.

გარდა ამისა, როგორც ჟურნალი წერს, ცვლილება არ შეეხება 20th Century Fox-ის ცნობილ მოძრავ გამოსახულებას, რომელიც ეკრანებზე ფილმის დაწყებამდე ჩნდება. Disney-ს ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია იმის შესახებ, შეცვლის თუ არა ტელესტუდიების 20th Century Fox Television და Fox 21 Television Studios დასახელებებს და მათაც ჩამოაშორებს თუ არა სიტყვა Fox-ს.

Comments
Loading...