The Times: ტერეზა მეი დიდი ბრიტანეთის პრემიერის პოსტს შემოდგომამდე არ დატოვებს

5

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ტერეზა მეი შემოდგომამდე არ დატოვებს თანამდებობას. შემოდგომაზე კი მმართველი კონსერვატიული პარტიის ყოველწლიური ყრილობა იმართება. ამის შესახებ The Times წერს.

გამოცემა წერს, რომ პრემიერის კანცელარია, ბრექსითის გარშემო არსებული სიტუაციის მოგვარებისთვის ახალი ვადების დაწესებაზე მუშაობს. ახალი ვადების თანახმად კი, ტერეზა მეი იმედოვნებს, რომ თანამდებობას კიდევ დამატებით 4 თვით შეინარჩუნებს განსხვავებით იმ პირობებისა, რომლებიც კონსერვატიული პარტიის კომიტეტის ხელმძღვანელმა გრემ ბრეიდიმ შესთავაზა მას. აღნიშნული პირობები ითვალისწინებს იმას, რომ ტერეზა მეიმ უნდა დააჩქაროს თანამდებობიდან წასვლის პროცესი და ამის შესახებ საზაფხულო არდადეგების დაწყებამდე უნდა განაცხადოს, ხოლო დასვენება ივლისის ბოლოს იწყება.

თუკი პრემიერმინისტრი თავის თანამდებობას ივლისის შუა რიცხვებში არ გახდის ვაკანტურს, მაშინ კონსერვატორი დეპუტატები, საზაფხულო დასვენების დაწყებამდე ვერ მოასწრებენ ვადამდელი საარჩევნო პროცედურების ჩატარებას.

ხმის მიცემის შედეგების გამოცხადება კონსერვატორების ყრილობაზე იგეგმებოდა. ყრილობა 29 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის პერიოდში უნდა შედგეს. მაგრამ ახლა უკვე, მსგავსი გრაფიკის რეალიზაცია ფაქტობრივად შეუძლებელი გახდა.

მეის კანცელარიის წარმომადგენელმა კი, ოპოზიციურ ლეიბორისტულ პარტიასთან მოლაპარაკებებს ბრექსითის რეალიზაციასთან დაკავშირებით მაინც კონსტრუქციული უწოდა.

Comments
Loading...