The Parliament Magazine: აშშ და ევროკავშირი კვლავ მოუწოდებენ ყველა ქართველ პოლიტიკოსს, გაატარონ რეფორმა, რომელიც 29 ივნისს, პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებით მიიღო

10

„აშშ – სა და ევროკავშირის საელჩოებმა ხელი შეუწყეს მთელ პროცესს, რომელიც საქართველოს ხმის მიცემის სისტემას ისეთ მოდელზე გადაიყვანს, რომელიც ევროკავშირის საპარლამენტო არჩევნებშია გამოყენებული – წერს The Parliament magazine სტატიაში სათაურით „ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტის შეფასება“.

სტატიის ავტორის, პოლონელი პოლიტიკოსის და ევროპარლამენტის წევრის რიცარდ ცარნეკის თქმით, აშშ და ევროკავშირი კვლავ მოუწოდებენ ყველა ქართველ პოლიტიკოსს, რომ გაატარონ რეფორმა, რომელიც 29 ივნისს, პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებით მიიღო.

„თბილისში საარჩევნო რეფორმა ერთ-ერთი აქტუალური საკითხია. წინადადება საარჩევნო სისტემის მოდერნიზებასთან დაკავშირებით, 8 მარტს, პარტიათა შორის შეთანხმების საფუძველზე მიიღეს. ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტია მონაწილეობდა მოლაპარაკებებში და ეთანხმებოდა საბოლოო კანონს.

აშშ – სა და ევროკავშირის საელჩოებმა ხელი შეუწყეს მთელ პროცესს, რომელიც გადაიყვანს საქართველოს ხმის მიცემის სისტემას ისეთ მოდელზე, რომელიც ევროკავშირის საპარლამენტო არჩევნებშია გამოყენებული.

აშშ და ევროკავშირი კვლავ მოუწოდებენ ყველა ქართველ პოლიტიკოსს, რომ გაატარონ რეფორმა – რომელიც 29 ივნისს, პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებით მიიღო“ – ნათქვამია სტატიაში.

Comments
Loading...