The New York Times: გადასახადების გამო, დონალდ ტრამპმა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი შეიცვალა

5

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სექტემბერში მუდმივი საცხოვრებელი ადგილიდან – ნიუ-იორკიდან პალმ ბიჩში გადავიდა. ამის შესახებ The New York Times-ი სასამართლო დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, თეთრმა სახლმა, პრეზიდენტის აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ განმარტების გაკეთებაზე უარი განაცხადა. როგორც გამოცემა იუწყება, მიღებული გადაწყვეტილება გადასახადებთან არის დაკავშირებული.

დონალდ ტრამპმა თავის Twitter-ზე დაადასტურა, რომ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი შეიცვალა.

„მიყვარს ნიუ-იორკი და მისი მაცხოვრებლები და ყოველთვის მეყვარება, მაგრამ სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ ყოველწლიურად ქალაქს, შტატსა და ადგილობრივ მმართველობას გადასახადების სახით მილიონობით დოლარს ვუხდი, ქალაქისა და შტატის პოლიტიკური ლიდერები ძალიან ცუდად მექცევიან“, – წერს ტრამპი.

დონალდ ტრამპის წინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ცათამბჯენი Trump Tower იყო, რომელიც მაჰეტენის ცენტრში მდებარეობს. NBC News-ის ინფორმაციის მიხედვით, დონალდ ტრამპმა, აშშ-ის პრეზიდენტის უფლებამოსილების ჩაბარებიდან მოყოლებული, იქ უფრო ნაკლები დრო გაატარა, ვიდრე ფლორიდაში – 20 დღე 99 დღის წინააღმდეგ. აშშ-ის პრეზიდენტის მუდმივი საცხოვრებელი ადგილების სიაში აგრეთვე მითითებული აქვს თეთრი სახლი და მისი კერძო გოლფ-კლუბი ნიუ-ჯერსიში.

Comments
Loading...