Tesla-ს სუფთა ზარალმა, 2019 წლის I კვარტალში 702,1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა

28

კომპანია Tesla-ს სუფთა ზარალმა, 2019 წლის I კვარტალში 702,1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. შესაბამისი ანგარიში კომპანიამ თავად გამოაქვეყნა.

აქამდე ცნობილი გახდა, რომ მიმდინარე წლის პირველი სამი თვის განმავლობაში კომპანიამ დაახლოებით 63 000 ავტომობილი გაყიდა, რაც წინა კვარტლის მონაცემებთან შედარებით 31%-ით შემცირებული მაჩვენებელია. გარდა ამისა, თებერვალში, Tesla-მ თავის ისტორიის განმავლობაში უმსხვილესი თანხა გადაიხადა კონვერტირებად ობლიგაციებში – 920 მილიონი აშშ დოლარი. მარტის ბოლოს კი, კომპანიის რეზერვებმა 2,2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო 2018 წლის მიწურულს – 3,7 მილიარდი აშშ დოლარი.

კომპანიის დამაარსებელმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ Tesla თავის მოგებას 2019 წლის III კვარტალში დაიბრუნებს, თუმცა უახლოესი სამი თვის განმავლობაში კომპანია ზარალის მაჩვენებლების თვლას გააგრძელებს, რომელთა მოცულობის პროგნოზირებაც ჯერ არ ხერხდება.

Tesla-მ დაადასტურა წარმოებასთან დაკავშირებული პროგნოზი, რაც 2019 წლის განმავლობაში 360 000-დან 400 000-მდე ავტომობილს გულისხმობს აღნიშნული მაჩვენებელი 45-65%-ით აღმატება 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

Comments
Loading...