Tesla-ს აქციონერებმა კომპანიის გენ. დირექტორის ილონ მასკის გათავისუფლებას მხარი არ დაუჭირეს

173

კომპანია Tesla-ს აქციონერებმა ყოველწლიურ ყრილობაზე, მიუხედავად იმისა, რომ შემოთავაზებული იყო კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარისა და გენერალური დირექტორის ილონ მასკის თანამდებობიდან გაშვება, მის დარჩენას დაუჭირეს მხარი.

მასკს მათ გადაწყვეტილებაზე საკმაოდ ემოციური რეაქცია ჰქონდა. "ვფიქრობ, ჩვენ მივაღწევთ ჩვენს მიზანს", – ამბობს მასკი.

ყრილობის მონაწილეები Tesla-ს დირექტორთა საბჭოსა და გენერალური დირექტორის თანამდებობასთან დაკავშირებით რეორგანიზაციის იდეის წინააღმდეგ გამოვიდნენ. ეს თანამდებობა ილონ მასკს უჭირავს. მასკის გარდა, აქციონერებმა კომპანიის კიდევ სამი დირექტორი აირჩიეს ხელახლა ამავე თანამდებობზე.

ბოლო თვეების განმავლობაში Tesla-ს სერიოზული პრობლემები ჰქონდა. კომპანია რამდენიმე ტოპ-მენეჯერმა დატოვა. ამ თვეების შედეგად კომპანიის აქციები დაახლოებით 7%-ით დაეცა.

Comments
Loading...