Tesla-მ თავისი პირველი ელექტროპიკაპი Cybertruck წარადგინა

11

ამერიკულმა კომპანიამ Tesla, თავისი პირველი, ელექტროპიკაპი Cybertruck წარადგინა. პრეზენტაცია ლოს-ანჯელესში ჩატარდა.

ავტომობილის კორპუსი დამზადებულია ზეგამძლე, უჟანგავი მეტალისგან, ავტომობილის მინები კი ბრონირებულია. პრეზენტაციაზე, კომპანიის ხელმძღვანელმა ილონ მასკმა გამძლეობის დემონსტრირება ითხოვა – მანქანამ უროს დარტყმას გაუძლო.

ხოლო როდესაც მინას მეტალის ბურთი ესროლეს, იგი გატყდა. თუმცა, ილონ მასკმა აღნიშნა, რომ ბურთი, მინასთან შეჯახების შემდეგ გვერდით წავიდა და სალონს არ მოხვედრია.

ავტომობილის სამი ვერსია იქნება ხელმისაწვდომი – ერთ, ორ და სამ ძრავიანი. პიკაპის ყველაზე იაფიანი მოდელის ღირებულება 39,9 ათასი აშშ დოლარი იქნება, მეორესი – 49,9 ათასი აშშ დოლარი, ხოლო ყველაზე ძვირი, მესამე მოდელის ფასი – 69,9 ათასი აშშ დოლარი.

სტანდარტულ კომპლექტში აგრეთვე შედის ავტოპილოტი, ავტოპარკინგი. როგორც მოსალოდნელია, Cybertruck-ის წარმოება 2021 წლის მიწურულს დაიწყება.

მასკის თქმით, პიკაპის დიზაინი ნაწილობრივ შექმნილია 1977 წელს გამოსული ფილმის – Spy who loved me გავლენით. ფილმში ნაჩვენებ ავტომობილ Lotus Esprit-ს სუბმარინად ტრანსფორმირება შეეძლო.

მიმდინარე წლის ზაფხულში, პიკაპის თავისი ვერსია აგრეთვე წარადგინა კომპანიამ Ford.

Comments
Loading...