- Advertisement -

Telegram-ი საკუთარ ბლოკჩეინ-პლატფორმას წელს გაუშვებს

6

სექტემბერში Telegram-მა ინვესტორებს წერილები გაუგზავნა, რომლებშიც საუბარია ბლოკჩეინ-პლატფორმა Telegram Open Network-ის (TON) შემუშავების შესახებ. ამ ეტაპზე სერვისი 70%-ით არის მზად. ამის შესახებ გაზეთი Ведомости იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, წარმატებით დასრულდა TON-ის საცდელი ვერსიის გაშვებისთვის აუცილებელი კრიტიკულ კომპონენტებზე მუშაობა, პლატფორმის სრული ვერსია შემოდგომის ბოლომდე გაეშვება.

მოცემულ მომენტში, TON – Virtual Machine – პლატფორმის პირველი შემადგენელი ნაწილის 95% დატესტილია. ეს ნაწილი აუცილებელია smart-კონტრაქტებისთვის. ამასთან, მათთვის განკუთვნილი ინსტრუმენტების შემუშავება 50%-ით არის შესრულებული.

Telegram-ის დამაარსებელი პაველ დუროვი აცხადებს, რომ სურვილი ჰქონდა, რომ TON-ი ჯერ კიდევ 2017 წელს გაეშვათ. 2018 წლის მაისში კი ცნობილი გახდა, რომ Telegram-მა უარი თქვა თავისი კრიპტოვალუტის ICO-ს გასაჯაროებაზე, ვინაიდან კომპანიამ, 200 კერძო ინვესტორისგან 1,7 მილიარდი აშშ დოლარი მოიზიდა. ამის შესახებ კი The Wall Street Journal-ი წერდა. აღინიშნებოდა, რომ TON-ი ტრანზაქციებს გაცილებით სწრაფად დაამუშავებდა, ვიდრე სხვა ბლოკჩეინ-პლატფორმები, მაგალითად, როგორიც არის Bitcoin-ი.

Comments
Loading...