- Advertisement -

TBC: ბიზნესის დაზღვევა გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან ბანკიდან იქნება შესაძლებელი

9

თიბისი დაზღვევა და თიბისი ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს 1 ოქტომბრიდან ახალ მომსახურებას სთავაზობს: ბიზნესის დაზღვევა გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან უკვე ბანკიდან იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ შესაბამისს ინფორმაციას თიბისი ბანკი ავრცელებს.

დღეს ბანკში იურიდიული პირებისთვის სამი პროდუქტის შეძენაა შესაძლებელი:

· ავტომობილის დაზღვევა;

· ქონების დაზღვევა;

· კომბინირებული ბიზნეს დაზღვევა.

ავტომობილის დაზღვევა მოიცავს: ავტომობილისა და მგზავრების, უბედური შემთხვევისა და მესამე პირთა მიმართ ავტოპასუხისმგებლობის რისკების დაზღვევას.

თიბისი ბანკში იურიდიული პირებისთვის ქონების დაზღვევაც არის შესაძლებელი, რომელიც მოიცავს: შენობა-ნაგებობების, რემონტის, მანქანა-დანადგარების, ელექტრო მოწყობილობებისა და მარაგების დაზღვევას.

ასევე, მცირე და საშუალო ბიზნესს თიბისი დაზღვევა და თიბისი ბანკი მათზე მორგებულ ახალ კომბინირებულ პროდუქტს – ბიზნესის დაზღვევას სთავაზობს.

ბიზნესის დაზღვევა სამ პროდუქტს აერთიანებს: შენობა-ნაგებობების დაზღვევას, ქონების დაზიანებას და ბიზნესის შეფერხებას.

“ეს კიდევ ერთი ახალი ინიციატივაა იმისათვის, რომ ჩვენი მომხმარებლებისთვის თიბისი დაზღვევის სერვისები მაქსიმალურად მოხერხებული და ადვილად მისაწვდომი იყოს. სადაზღვევო სერვისის ბანკში შეძენა ჩვენი კლიენტების დროსა და ენერგიას ზოგავს. ჩვენი ჯგუფი მუდმივად მუშაობს პროდუქტების და დაზღვევის სერვისების გაუმჯობესაბასა და მოქნილობაზე”, – განაცხადა თიბისი დაზღვევის გენერალურმა დირექტორმა და თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა ღაძაძემ.

სადაზღვევო პროდუქტების შეძენა დღეიდან ბანკის 20 ფილიალში უკვე შესაძლებელია და მომხმარებლებმა ბანკში იურიდიულ პირთა გაყიდვების კონსულტანტს, ან ბიზნეს ბანკირს უნდა მიმართონ.

Comments
Loading...