Starbucks-ის აქციების გაძვირების გამო, კომპანიამ მათი გამოსყიდვა დააჩქარა

5

ყავის კომპანია Starbucks-ი, 2020 წლისთვის 2 მილიარდ აშშ დოლარად აქციების გამოსყიდვას გეგმავდა, თუმცა ეს გეგმა 2019 წლისთვის გადმოწია.

კომპანიამ აღნიშნული გადაწყვეტილება იმ მიზეზით მიიღო, რომ კომპანიის კოტირებები ძალიან სწრაფად გაიზარდა.

თუკი აქციის ფასი მოსალოდნელზე სწრაფად იზრდება, მაშინ აქციების რაოდენობა, რომელთა შესყიდვაც კომპანიას სურდა, მცირდება. ამის შესახებ Starbucks-ის ფინანსური დირექტორი პატრიკ გრისმერი საუბრობს.

გრისმერი აგრეთვე აღნიშნავს, რომ 2020 წლისთვის, შემოსავლის მაჩვენებელი აქციაზე მინიმუმ 10%-ით შემცირდება. მიმდინარე წლის განმავლობაში, კოტირებები 50%-ით გაიზარდა. ამის გამო, 2020 წელს შემოსავალი აქციაზე დაიწევს.

აქამდე იყო ვარაუდი, რომ 2020 წელს, აქციაზე მოგება 13%-ით გაიზრდებოდა. 2019 წლის ბოლო 9 თვის განმავლობაში, მოგების მაჩვენებელმა თითო აქციაზე 2,25 აშშ დოლარი შეადგინა. ეს კი გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 25%-ით შემცირებული ციფრია.

Comments
Loading...