SpaceX-მა, Starlink-ის 60 თანამგზავრი ორბიტაზე წარმატებით გაიყვანა

4

ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის რაკეტა მზიდმა Falcon 9-მ, Starlink-ის საკომუნიკაციო თანამგზავრების 60 თანამგზავრი ორბიტაზე წარმატებით გაიყვანა.

Falcon 9-მ სტარტი, იქაური დროით 6 იანვარს, 21:19 საათზე აიღო. მისმა პირველმა ნაწილმა კი, პლატფორმა Of Course I Still Love You-ზე დაშვება წარმატებით განახორციელა.

გასული წლის მაისსა და ნოემბერში, SpaceX-მა აგრეთვე წარმატებით განახორციელა Falcon 9-ს გაშვება. მან ორბიტაზე Starlink-ის 60 თანამგზავრი გაიყვანა. თანამგზავრების დანიშნულება ინტერნეტ-ტრაფიკის გადაცემის გლობალური ქსელის შექმნა არის.

Comments
Loading...