SpaceX-მა Falcon 9-ის პირველი საფეხურის დედამიწაზე წარმატებით დაშვება ვერ განახორციელა

11

კომპანია SpaceX-ის რაკეტამზიდ Falcon 9-ის პირველი საფეხური, რომელიც დედამიწაზე, კოსმოდრომზე უნდა დაშვებულიყო, ოკეანეში ჩავარდა. ამის შესახებ ილონ მასკი თავის ტვიტერზე წერს.

მის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ოკეანეში ჩავარდნილი დამაჩქარებელი მონაცემების გადაცემას კვლავ ახორციელებს, რის საფუძველზეც ვარაუდობენ, რომ იგი ოკეანეში ჩავარდნისას არ დაზიანებულა. როგორც მასკი წერს, მომხდარის სავარაუდო მიზეზი ძრავის არასწორი მუშაობაა.

აპარატის სამძებრო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.

რაც შეეხება კოსმოსურ ტვირთს Dragon, იგი წარმატებით გავიდა ორბიტაზე და გახსნა მზის პანელები.
აღნიშნული გაშვება უკვე რიგით მეოცეა ილონ მასკის კომპანიისთვის 2018 წლის განმავლობაში. ერთი დღით ადრე კი კომპანიამ სხვა Falcon 9 გაუშვა, რომელმაც ორბიტაზე 50 მიკროთანამგზავრი გაიყვანა.

Comments
Loading...