SpaceX-მა, უამინდობის გამო Stalink-ის 60 თანამგზავრის გაშვება გადადო

12

კომპანიამ SpaceX, განაცხადა, რომ რაკეტა-მზიდ Falcon 9-ის გაშვება, რომელმაც Stalink-ის 60 თანამგზავრი ორბიტაზე უნდა გაიყვანოს, უამინდობის გამო გადაიდო.

„ახლა Starlink-ის გაშვება 29 იანვრის თარიღით არის ჩანიშნული. გაშვება უამინდობის გამო გადაიდო“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

SpaceX-ი ორბიტაზე, 27 იანვრის ღამეს, ფლორიდას კოსმოდრომიდან თანამგზავრების გაშვებას აპირებდა.

Starlink – ეს კომპანიის პროექტია, რომელმაც დედამიწის მაცხოვრებლებისთვის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი უნდა უზრუნველყოს. 2020 წლის შუა პერიოდისთვის SpaceX-ი დაახლოებით 12 ათასი თანამგზავრის გაშვებას აპირებს.

აღნიშნული პროექტი 2019 წლის ნოემბერში დაიწყო – მაშინ ორბიტაზე 60 თანამგზავრი იქნა გაყვანილი. ბოლო გაშვება კი 6 იანვარს განხორციელდა – მაშინ კომპანიამ ორბიტაზე სატელიტების წარმატებით გაყვანის შესახებ განაცხადა.

Comments
Loading...