SpaceX-მა, რაკეტების გაშვების რაოდენობით რეკორდი დაამყარა

6

კომპანიამ SpaceX, რაკეტამზიდ Falcon 9-ის მორიგი გაშვება განახორციელა. ამჯერად მან კოსმოსურ ორბიტაზე 60-ზე მეტი მიკროთანამგზავრი უნდა გაიყვანოს. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ავრცელებს.

აღნიშნული გაშვება, SpaceX-სთვის, მიმდინარე წლის განმავლობაში უკვე მე-19-ეა, რის შედეგადაც ილონ მასკის კომპანიამ, ერთი კალენდრული წლის განმავლობაში, რაკეტების გაშვების თვალსაზრისით აბსოლუტური რეკორდი დაამყარა.

Falcon 9-მა სტარტი აშშ-ის სამხედრო ავიაბაზიდან აიღო, რომელიც კალიფორნიაში მდებარეობს.

ხომალდის ბორტზე მოთავსებულია 64 მიკროთანამგზავრი, რომლებიც, 17 ქვეყნის კომპანიების დაკვეთის მიხედვით, მზის სინქრონულ ქვედა ორბიტაზე უნდა განთავსდეს. აღნიშნულ ქვეყნებს შორის არის დიდი ბრიტანეთი, გერმანია, სამხრეთ კორეა, აშშ, ავსტრალია, კანადა და სხვა.

რაკეტის გაშვება კერძო ამერიკული კომპანია Spaceflight Industries-ის მხარდაჭერით განხორციელდა. თავდაპირველად, Falcon 9-ის გაშვება 19 ნოემბრის თარიღით იყო ჩანიშნული, თუმცა რამდენჯერმე გადაიდო, ვინაიდან საჭირო გახდა რაკეტამზიდის რამდენჯერმე შემოწმება.

Comments
Loading...