SpaceX-მა, კოსმოსში არგენტინული თანამგზავრი SAOCOM-1A წარმატებით გაიყვანა

15

კომპანიამ SpaceX, კოსმოსში არგენტინული თანამგზავრი SAOCOM-1A გაიყვანა და რაკეტა გადამზიდი Falcon 9-ის პირველი საფეხური უკან, დედამიწაზე წარმატებით დააბრუნა. აღნიშნული პროცესის პირდაპირი ტრანსლაცია კომპანიის ოფიციალურ გვერდზე მიმდინარეობდა.

რაკეტა გადამზიდი თანამგზავრთან ერთად აშშ-ის საჰაერო ბაზიდან გაეშვა, რომელიც კალიფორნიის შტატში, ვანდენბერგში მდებარეობს.

პროცესის მეორე საფეხურზე გადასვლა დადასტურდა, რაც იმას ნიშნავს, რომ თანამგზავრი დედამიწის მახლობლად, ორბიტაზე გავიდა და მისი დასრულებულია. ამის შესახებ თავად კომპანია, საკუთარ ოფიციალურ ტვიტერზე წერს.

ეს უკვე 30-ე შემთხვევაა, როდესაც SpaceX-მა რაკეტა Falcon 9-ის პირველი საფეხურის დედამიწაზე დაბრუნება წარმატებით მოახერხა.

თანამგზავრი SAOCOM-1A არგენტინულ კოსმოსურ სააგენტოს ეკუთვნის. თანამგზავრი დედამიწის რადიოლოკაციური დაკვირვებისთვის იქნა გაყვანილი. აღნიშნულ პროგრამაში მონაწილებას იღებს იტალიის კოსმოსური სააგენტოც. თანამგზავრ SAOCOM-1A-ის კოსმოსში გაყვანა აქამდე არაერთხელ გადაიდო სხვადასხვა მიზეზების გამო.

Comments
Loading...