SpaceX-ი ხომალდ Starship-ის პირველ საცდელ ობიტალურ ფრენას ოქტომბერში განახორციელებს

6

კომპანია SpaceX კოსმოსურ ხომალდ Starship-ის პირველ საცდელ ობიტალურ ფრენას ოქტომბერზე ადრე არ განახორციელებს. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელი ილონ მასკი თავის Twitter-ზე წერს.

მისი თქმით, ოქტომბერში იგეგმება 20 კილომეტრის სიმაღლეზე აფრენა, ხოლო შემდეგ ორბიტაზე გასვლა. როგორც ილონ მასკი წერს, Starship Mk1 სრულად მზად 28 ოქტომბერს იქნება. ამ დღეს კი ილონ მასკი გაფრენის შესახებ უფრო დეტალურ ინფორმაციას გამოაქვეყნებს.

აქამდე კომპანიამ წარმატებით განახორციელა აღნიშნული კოსმოსური ხომალდის პროტოტიპის – Starhopper-ის გაშვება. აპარატმა ვერტიკალურად 150 მეტრის სიმაღლეზე აფრენა მოახერხა და ამის შემდეგ, წუთზე ნაკლებ დროში წარმატებითვე დაეშვა მიწაზე.

25 ივლისს, Starhopper-ის გამოცდის დროს, ხომალდზე ხანძარი მოხდა. ხომალდი 20 მეტრის სიმაღლეზე უნდა ასულიყო, თუმცა აღნიშნული ციფრის ჩვენება მან ვერ შეძლო. Starhopper-ი ცეცხლმა და ბოლის ღრუბელმა მოიცვა, ამის შემდეგ კი მისი ძრავა გაითიშა. აღნიშნულის გამომწვევი მიზეზი ერთ-ერთ ძრავაში ზედმეტად დიდი რაოდენობის საწვავის ჩასხმა გახდა.

Comments
Loading...