SpaceX-ის კოსმოსური ხომალდი დედამიწის ორბიტაზე გავიდა

8

სატვირთო კოსმოსური ხომალდი Cargo Dragon, რომელიც ილონ მასკის კომპანია SpaceX-ს ეკუთვნის, დედამიწის ორბიტაზე გავიდა. ამის შესახებ NASA იუწყება.

ხომალდი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში 27 ივლისს უნდა დადგეს. აღნიშნული ხომალდის გაშვება გახდა 18-ე, კომერციული კონტრაქტის მიხედვით, რომელიც NASA-სა და SpaceX შორის არის გაფორმებული.

Cargo Dragon სადგურზე ჩაიტანს დაახლოებით 2,3 მილიონ ტონა პროდუქციას, აგრეთვე აღჭურვილობას და სამეცნიერო ექსპერიმენტებისთვის საჭირო მატერიალებს. აპარატებს შორის, რომლებსაც Cargo Dragon კოსმოსურ სადგურზე გაიტანს, აგრეთვე არის ამერიკული კოსმოსური ბიოსამედიცინო 3D-პრინტერი, რომელიც ამერიკულმა კომპანიებმა Techshot-მა და nScrypt-მა შეიმუშავეს. მისი დახმარებით კოსმოსურ სადგურზე განახორციელებენ გულის ქსოვილისა და ორგანოების 3D-ბეჭდვის ექსპერიმენტებს.

მაისის დასაწყისში კოსმოსურმა სატვირთომ უკვე ჩაიტანა სადგურზე დაახლოებით 2,5 ტონა პროდუქცია და მატერიალები სამეცნიერო ექსპერიმენტებისთვის და აგრეთვე აღჭურვილობა.

Comments
Loading...