S&P-ის ინდექსში შემავალი კომპანიების კაპიტალიზაციამ 20 ტრილიონ დოლარს პირველად გადააჭარბა

442

S&P 500-ის ინდექსში შემავალი ყველა კომპანიის საერთო კაპიტალიზაციამ, პირველად ისტორიაში, 20 ტრილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. აღნიშნულის შესახებ Reuters-ი წერს.

S&P 500-ის ინდექსი, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ 9%-ით გაიზარდა. როგორც სააგენტო აღნიშნავს, ზრდა ტრამპის დაპირებებითაა განპირობებული, რომელიც კორპორატიული გადასახადების შემცირებას, სახელმწიფოს მიერ ბანკის რეგულირების შესუსტებასა და ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გამოყოფილი ხარჯების გაზრდას ითვალისწინებს.

S&P 500-ის უფროსი ანალიტიკოსის ანგარიშის მიხედვით, S&P 500-ის ინდექსში შემავალი ყველა კომპანიის კაპიტალიზაციამ 10 ტრილიონი აშშ დოლარის მაჩვენებელს 1998 წელს მიაღწია, ხოლო 15 ტრილიონი აშშ დოლარის ნიშნულს – 2013 წლის ივლისში.

Comments
Loading...