Smart-ის ელექტრომობილების წარმოება ჩინეთში გადადის

16

გერმანული ავტოკონცერნი Daimler-ი Smart-ის ქვეგანყოფილებას ჩინურ Geely-ს მიყიდის. კომპანიაში ახალი განყოფილების შექმნის შესახებ განაცხადეს, რომელიც დაკავებული იქნება ჩინეთში, ბრენდ Smart-ის ქვეშ ელექტრომობილების შემუშავებითა და გამოშვებით. იმის შესახებ, რომ Smart-ი მალე გაიყიდება, კომპანიამ Financial Times-ს აცნობა.

Smart-თან ერთობლივად შემუშავებული ახალი ელექტრომობილები 2022 წელს გამოჩნდება. მისი შემუშავება და დაპროექტება კომპანიებს Mercedes-Benz Design-სა და Geely-ს ინჟინრულ ცენტრებს შორის გაიყოფა. ინფორმაცია ფინანსური მხრის შესახებ არ ვრცელდება.

ჩინური Geely-ის დირექტორთა საბჭოს თავჯდომარისა და ძირითადი მფლობელის ლი შუფუს განცხადებით, ბრენდი Smart-ი უნიკალურ მიმზიდველ თვისებებსა და მაღალ კომერციულ ღირებულებებს ფლობს.

საფრანგეთში არსებულ ქარხანაში, სადაც ამ ეტაპზე უშვებენ Smart Fortwo-სა და Mercedes-Benz-ს, რომლებიც ჯგუფ Daimler-ში ერთიანდებიან, EQ-ის ხაზის კომპაქტური ელექტრომობილების გამოშვებასაც დაიწყებენ. ამ პროექტის ჩაშვებაში 500 მილიონი ევროს მოცულობის ინვესტიცია ჩაიდება. ამის შესახებ Daimler-ის გენერალურმა დირექტორმა დიტერ ცეტშემ განაცხადა.

Comments
Loading...