Saudi Aramco-მ, IPO-ს ღირებულება 29,4 მილიარდ აშშ დოლარამდე გაზარდა

4

მსოფლიოს უმსხვილესმა სანავთობო კომპანიამ Saudi Aramco, განაცხადა, რომ IPO-ს ფარგლებში, დამატებითი 450 მილიონი აქციის გაყიდვის შესახებ ოფციონის რეალიზაცია მოახდინა. ეს იმის ხარჯზე მოხდა, რომ ინვესტორების მხრიდან აქციებზე მოთხოვნა მაღალია. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

დამატებითი აქციები, თითო 8,53 აშშ დოლარად განთავსდა. შედეგად, კომპანიამ თავისი IPO-ს 29,4 მილიარდ აშშ დოლარად გაზრდა მოახერხა. ამგვარად, კომპანიის IPO-ს საერთო რაოდენობა 3,8 მილიარდი აშშ დოლარით გაიზარდა.

განთავსების პირველ ეტაპზე, ინვესტორებს Saudi Aramco-ს აქციების 1,5% 25,6 მილიარდ აშშ დოლარად მიყიდეს, რამაც მოხსნა ჩინური Alibaba-ს რეკორდი, რომელმაც 2014 წელს ჩატარებულ IPO-ს დროს 25 მილიარდი აშშ დოლარის მიზიდვა შეძლო. Saudi Aramco კი 1,7 ტრილიონ აშშ დოლარად არის შეფასებული, რაც აჭარბებს ისეთ კომპანიებს, როგორიც არის Microsoft და Apple. აქციები შეისყიდეს საუდის არაბეთის უმდიდრესმა ოჯახებმა, აგრეთვე ქუვეითისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების. მეორე ვაჭრობაზე კი, კომპანიის ღირებულებამ 2 ტრილიონ აშშ დოლარს მიაღწია.

გასული წლის ნოემბერში, Financial Times წერდა, რომ საუდის არაბეთის ხელისუფლებამ Saudi Aramco-ს გლობალური კოორდინატების რაოდენობის შემცირება გადაწყვიტა.

Comments
Loading...