Saudi Aramco-მ, ინვესტორებისთვის პირველადი შეთავაზების ხელის მოწერის თარიღის შესახებ განაცხადა

5

მსოფლიოში უმსხვილესმა ნავთობისა და გაზის კომპანიამ Saudi Aramco-მ, ოფიციალურად განაცხადა ინვესტორებისთვის პირველადი შეთავაზების ხელის მოწერის (IPO) თარიღის შესახებ.

გავრცელებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ IPO-სთვის ხელის მოწერა ინსტიტუციონალური ინვესტორებისთვის 17 ნოემბრიდან 4 დეკემბრამდე გასტანს, ხოლო ინდივიდუალურებისთვის – 17-დან 28 ნოემბრამდე.

აქციების განთავსების საბოლოო მოცულობა ცნობილი 5 დეკემბერს იქნება. სწორედ ამავე დღეს გამოცხადდება აქციების განთავსების ღირებულება. პროექტში აღნიშნულია, რომ საცალო ინვესტორებს, IPO-ს განმავლობაში აქციების 0,5%-ზე მეტის შესყიდვა შეეძლებათ, ხოლო ინსტიტუციონალური ინვესტორებისთვის მოცულობას აქციონერები და თავად კომპანია განსაზღვრავს.

გარდა ამისა, Saudi Aramco-მ განაცხადა, რომ ახალი წესების მიხედვით, მას, საფონდო ბირჟაზე ვაჭრობის დაწყებიდან ნახევარი წლის გასვლამდე, ეკრძალება აქციების დამატებითი ჩამონათვალის გაკეთება. აგრეთვე, კომპანიამ და მისმა აქციონერებმა მოილაპარაკეს, რომ ჩამონათვალის დაწყებიდან ერთი წლის განმავლობაში, ხელისუფლება ვერ შეძლებს აქციების გაყიდვას.

2 ნოემბერს, Bloomberg-ი წერდა, რომ საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა მუჰამედ ბენ სალმანმა საბოლოო თანხმობა განაცხადა ნავთობისა და გაზის სახელმწიფო კომპანია Saudi Aramco-ს IPO-ზე.

ოქტომბრის შუა რიცხვებში კი კვლავ Bloomberg-ი წერდა, რომ Saudi Aramco საფონდო ბირჟაზე თავისი აქციების დაახლოებით 2%-ს განათავსებდა. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კომპანია მზად იყო, აქციები 40 მილიარდ აშშ დოლარად გაეყიდა.

Comments
Loading...