Samsung-მა ინდოეთში მსოფლიოში ელექტრონიკის ყველაზე დიდი მაღაზია გახსნა

53

Samsung-მა ინდოეთში მსოფლიოში ელექტრონიკის ყველაზე დიდი მაღაზია გახსნა. ჭკვიანი ტელეფონებისა და კომპიუტერების გარდა, მასში გაიყიდება კომპანიის სხვა პროდუქციაც, მათ შორის სამომხმარებლო ელექტრონიკა.

კომპანია ცდილობს, ბაზარზე, ჩინური ბრენდების მხრიდან გამოწვეული მკვეთრი კონკურენციის ფონზე, სიდიდით მეორე ადგილი დაიკავოს. ახალი მაღაზია 3000 კვ.მ. იქნება. იგი ბანგალორის სამხრეთით აშენდება. მაღაზიაში აგრეთვე იფუნქციონირებს ჭკვიანი ტელეფონების სერვისცენტრი.

ინდოეთი, ჩინეთისა და აშშ-ის საზღვრებს გარეთ, ჭკვიანი ტელეფონების მწარმოებლებისთვის სარგებლიან ბაზარს წარმოადგენს. Reuters-ი აღნიშნავს, რომ ჩინეთისა და აშშ-ის ბაზარზე, ამ ეტაპზე გაყიდვები შენელებულია.

როგორც Samsung India-ს უფროსი ვიცეპრეზიდენტი მოჰანდიპ სინგხი აცხადებს, ინდოეთი კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვან ბაზარს წარმოადგენს. მისი თქმით, კომპანია ქვეყანაში კიდევ აპირებს მსგავსი მაღაზიების გახსნას. Samsung-მა, აღნიშნული ტერიტორიის დაქირავებისთვის უზარმაზარი თანხა გადაიხადა.

ინდოეთში Samsung-ის ფრენჩიზის კიდევ 2100 მაღაზია ფუნქციონირებს. ინდოეთის ბაზარზე მისი მთავარი კონკურენტი ჩინური Xiaomi Corp. არის. Apple თავის პროდუქციას ინდოეთში გადამყიდველების მეშვეობით ყიდის. iPhone-ის მწარმოებელს ინდოეთში ჯერჯერობით ფლაგმანი მაღაზიები არ გაუხსნია.

Comments
Loading...