Samsung-მა ახალი მოდელები Galaxy Note 10+ და Galaxy Note 10 წარადაგინა

16

Samsung-მა თავისი ახალი ფლაგმანი ჭკვიანი ტელეფონები Galaxy Note 10+ და Galaxy Note 10 წარადგინა. პრეზენტაცია ნიუ-იორკში შედგა.

პირველ მოდელს Galaxy Note-ბს შორის ეკრანის ყველაზე გრძელი დიაგონალი აქვს – 6,8 დუიმი, Galaxy Note 10-ის დიაგონალის სიგრძე კი 6,3 დუიმია.

Note 10+ ს აქვს ოთხმოდულიანი ძირითადი კამერა – ფართოკუთხიანი ობიექტივი 12 მეგაპიქსელით 77 გრადუსზე, ულტრა ფართოკუთხიანი ობიექტივი 16 მეგაპიქსელით 123 გრადუსზე, ტელეფოტოობიექტივი 12 მეგაპიქსელით, აგრეთვე 3D-კამერით და წინა, 10 მეგაპიქსელიანი კამერით. Note 10-საც ანალოგიური კამერები აქვს გარდა 3D კამერისა.

Note 10+ ის ოპერატიული მეხსიერება 12 გეგაბაიტს შეადგენს, Note 10 – 8 გეგაბაიტს. აგრეთვე ორივე მოწყობილობას აქვს ჩაყენებული 256 გეგაბაიტიანი მეხსიერება. ორივე მოწყობილობა იტენება ნახევარ საათში, სუპერჩქარ რეჟიმში.

ახალი მოდელების პრეზენტაციისას ყურადღება გამახვილდა იმაზე, რომ ახალი სმარტფონების შექმნისას დიდი ყურადღება დაეთმო მოწყობილობების უსაფრთხოებას, ვინაიდან 2016 წელს კომპანიას მოუხდა წარმოებიდან მოეხსნა Galaxy Note 7 აკუმულატორთან დაკავშირებული პრობლემის გამო, ბატარეა ძალიან ხურდებოდა და ხანდახან ცეცხლიც კი ეკიდებოდა ხოლმე.

Comments
Loading...