Samsung-მა, ახალი, დასაკეცი ჭკვიანი ტელეფონის კონცეპტი წარადგინა (ვიდეო)

9

კომპანია Samsung-მა, შიდა კონფერენციაზე ახალი დასაკეცი ჭკვიანი ტელეფონის კონცეპტი წარადგინა. The Verge-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ახალ მოწყობილობას სახელი ჯერ არ აქვს. აგრეთვე ცნობილი არ არის, თუ როდის ჩაეშვება ახალი მოწყობილობა წარმოებაში და როდის იქნება ხელმისაწვდომი მომხმარებლებისთვის.

გამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საუბარია ჭკვიან ტელეფონზე, რომლის დისფლეის გადაკეცვა ორად იქნება შესაძლებელი. კომპანიის ტოპ-მენეჯერის იონგ ჰიუ სონის განცხადებით, ამგვარად, აპარატის ჯიბეში მოთავსება უფრო იოლი და მოსახერხებელი იქნება. მისი თქმით, მოწყობილობა იქნება კომპაქტური, ამავდროულად კი კომპანიის იდეების ხორცშესხმა.

როგოც The Verge წერს, კონცეპტის წარდგენისას ტექნიკური მონაცემების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა და შესაბამისად, ცნობილი არ არის, თუ რა შეცვალა კომპანიამ თავის ბოლო მოდელთან შეადრებით.

სექტემბერის დასაწყისში, Bloomberg-ი ტავის წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ Samsung-ი, მომდევნო წელს დასაკეცი ეკრანის მქონე ახალი ჭკვიანი ტელეფონის გამოშვებას აპირებდა. სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ახალი მოდელი იქნება უფრო მსუბუქი და უფრო პატარა ვიდრე აქამდე გამოსული Galaxy Fold-ი, მისი ეკრანის დიაგონალი 6,7 დუიმი იქნება, როდესაც მისი წინამორბედი ეკრანის დიაგონალის სიგრძე 7,3 დუიმია.

Comments
Loading...