Samsung-მა ახალი დასაკეცი სმარტფონი Galaxy Z Flip წარადგინა

16

ელექტრონიკის სამხრეთ კორეულმა მწარმოებელმა კომპანიამ Samsung, სან-ფრაცისკოში თავისი დასაკეცი ჭკვიანი ტელეფონის მეორე მოდელი წარადგინა.

მოდელს Galaxy Z Flip ჰქვია. იგი 6,7 დუიმიანი ეკრანით არის აღჭურვილი. მოდელს 256 გეგაბაიტიანი შიდა და 8 გეგაბაიტიანი ოპერატიული მახსოვრობა აქვს. იგი გაყიდვაში 14 თებერვალს ჩაეშვება. მოწყობილობა ორ ფერში იქნება წარმოდგენილი: ნათელი ამეთვისტო და შავი ბრილიანტი.

კომპანიამ აგრეთვე წარადგინა ახალი სმარტფონები Galaxy S20, S20+ და S20 Ultra. მოდელები S20 და S20+ აღჭურვილია 64 მეგაპიქსელიანი ძირითადი კამერით, S20 Ultra კი – 108 მეგაპიქსელიანით. მასზე ხელმისაწვდომია მიახლოების ფუნქცია Space Zoom – ჰიბრიდული ოპტიკური მიახლოებისა და ხელოვნური ინტელექტის კომბინაცია, რომლის მეშვეობითაც ისეთი ობიექტიც კი უნდა გამოჩნდეს ახლოდან, რომელიც ძალიან შორის არის. S20 და S20+ მოდელებზე ხელმისაწვდომია 30-ჯერადიანი მიახლოება, ხოლო S20 Ultra-ზე – 100-ჯერადიანი.

S20 Ultra-ს ეკრანის დიაგონალის სიგრძე 6,9 დუიმია, ხოლო S20 და S20+ – 6,2 და 6,7 დუიმი. ამასთან, გარეგნულად სმარტფონები იდენტურია. სამივე ჭკვიანი ტელეფონი პროცესორ Exynos 990-ზე მუშაობს. ყველა მოდელს 128 გეგაბაიტიანი შიდა მეხსიერება აქვს.

გარდა ამისა, Samsung-მა წარადგინა უსადენო ყურსასმენები Galaxy Buds+, რომლის მუშაობის ავტონომიური დრო 11 საათამდეა გაზრდილი. Galaxy Buds+ ხელმისაწვდომი იქნება შავ, თეთრ, ცისფერ და წითელ ფერებში.

Comments
Loading...