- Advertisement -

Samsung-ი, წლის ბოლომდე ახალ, გადასაშლელ ჭკვიან ტელეფონს წარადგენს

27

კომპანია Samsung-ი, წლის ბოლომდე გადასაშლელ ტელეფონს წარადგენს. ამის შესახებ კომპანიის მობილური განვითარების მიმართულების პრეზიდენტი დონგ ჯინ კო CNBC-ის ეთერში საუბრობს.

მისი თქმით, მოწყობილობა შესაძლოა, ნოემბერში, სან-ფრანცისკოში, Samsung-ის კონფერენციაზე წარადგინონ. ტოპ-მენეჯერმა აღიარა, რომ ახალი მოდელის შემუშავების პროცესი რთული აღმოჩნდა, თუმცა, მისი თქმით, კომპანიამ პრაქტიკულად ეს პროცესი მაინც ბოლომდე მიიყვანა.

კომპანიის ტოპ-მენეჯერის თქმით, Samsung-ი გამუდმებით უსვამს საკუთარ თავს შეკითხვას, თუ რატომ მოინდომებს მომხმარებელი კონკრეტულად ამ მოწყობილობას და არა პლანშეტს.

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყოველი ფუნქცია, ყოველი ახლადამოქმედებული ოფცია იყოს მნიშვნელოვანი მომხმარებლისათვის. მათ უნდა ესმოდეთ, თუ რატომ გააკეთა კომპანიამ ეს", – აცხადებს დონგ ჯინ კო.

ინფორმაცია ახალი ჭკვიანი ტელეფონის შესახებ მას მერე გავრცელდა, რაც გასულ თვეში Samsung-მა Galaxy Home-ის გამოსვლა დააანონსა. აღნიშნული მოწყობილობა უნდა იქცეს კონკურენტების განახლებების – Amazon Echo და Google Home პასუხად.

Comments
Loading...